აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რუსების მხრიდან სოლედარის "აღებასთან" დაკავშირებით.
"ამჟამად, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ. სოლედარში ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენ ორიენტირებული ვართ მაქსიმუმი გავაკეთოთ და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო შესაძლებლობები, რათა წარმატებით დაიცვან თავიანთი სუვერენული ტერიტორია.
ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება და რასაც ვხედავ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან, ისინიც იმავეს გრძნობენ. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ერთიანები ჩვენს ძალისხმევაში", - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.
უკრაინის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, სოლედარის რეგიონში სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მტერი წარუმატებლად ცდილობს უკრაინის თავდაცვის გარღვევასა და სოლედარის დაპყრობას.